დეზინფორმაციული ომი, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, იმსახურებს საპასუხო სიმართლეს და სიმართლე მწარეა , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებსა" და მასზე ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.