ირაკლი კობახიძე - საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გასაძლიერებლად ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საგზაო მაგისტრალების განვითარებას - Palitra News

ირაკლი კობახიძე - საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გასაძლიერებლად ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საგზაო მაგისტრალების განვითარებას

2024-10-04 18:08:26+04:00

დღეს ჩვენ ვხსნით კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის 85 კმ-იანი მონაკვეთიდან 35 კმ-იან ჩქაროსნულ გზას, რომელიც ფარავს თბილისიდან საგარეჯომდე მონაკვეთს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმ საერთო პროექტის განხორციელებაში, რაც უკავშირდება კახეთის მაგისტრალის მშენებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.