ირანის დელეგაცია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ხელმძღვანელობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა - Palitra News

ირანის დელეგაცია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ხელმძღვანელობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა

2024-10-04 15:42:49+04:00

ირანის დელეგაცია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ხელმძღვანელობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა, - აღნიშნულ ინფორმაციას მედია საშუალებები ირანის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე, ესმაილ ბაღაიზე დაყრდნობით ავრცელებენ. ირანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ლიბანში გადაიგზავნება ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საკვებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ბეირუთში ლიბანის პრემიერ-მინისტრს ნაჯიბ მიკატის შეხვდება.