მსოფლიო ბანკის 2024 წლის „B-READY“-ს რეიტინგში, საქართველო სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად მსოფლიო რეიტინგში პირველ სამეულშია. მსოფლიო ბანკმა აღნიშნული რეიტინგის პირველ საპილოტე ვერსიაში, მიმდინარე წელს, მსოფლიოს 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც შეაფასა. აღნიშნული „B-READY“ ახალი რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციას იკავებდა. B-READY ახალი რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისთვის ბიზნეს გარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება.