წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ხედვებისა და პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობოს მიზნით შეიქმნა ახალი უპარტიო ელექტორნული საშუალება სახელწოდებით „საარჩევნო კომპასი“ საქართველო. მოწყობილობის პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ის და გერმანის ელჩები დაესწრნენ. დიპლომატებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და საზოგადოებას საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს. აღნიშნული აპლიკაცია მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. აპლიკაციის პრეზენტაციას მარიამ ბუკია ესწრება და ახლა ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.