საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წევრებთან. ამის მიზეზად მან განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება იმ რიტორიკის გამო მიიღეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მიმართ აქვს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ის ვერასდროს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რაში ხედავენ გამოსავალს ევროპელი პარტნიორები და რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები.