პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილე, საბრინა სინგი აცხადებს, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება კონფლიქტის გაფართოების რისკებს ზრდის. საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდა დაეხმარონ უკრაინას ირანული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში, როგორც ამას აკეთებენ ისრაელთან. მისი თქმით, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავიდანვე ბრძანა უკრაინისთვის მიეწოდებინათ ის, რაც მას სჭირდებოდა ბრძოლის ველზე.