ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების პირველ საეთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა - Palitra News

ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების პირველ საეთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

2024-10-04 12:30:33+04:00

ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების პირველ საეთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძების მიზანი ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იპოთეკით დაცული ობლიგაციების საკანონმდებლო ბაზა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართულობით შემუშავდა და ის ევროპული ქვეყნების ანალოგიურია.

კონფერენცია სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა, რომლის თქმით, ობლიგაციების დანერგვის მთავარი მიზანი კომერციული ბანკების ხელმისაწვდომობის გაზრდაა დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე.