„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი, ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს. დელეგატი გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. მან ადგილობრივ მცხოვრებლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.