მმართველ პარტიაში „ტყუილებით სავსეს“ უწოდებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და „ქართული ოცნების“ მიერ, საპარლამენტო არჩევნების მოპარვის მცდელობაზეა საუბარი. „ქართულ ოცნებაში“ დეკლარაციაში დაფიქსირებულ გზავნილებს უარყოფენ და ამბობენ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ხელისუფლებაში ასევე ამბობენ, რომ მსაგვსი დეკლარაციები ევროკავშირსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს დისკრედიტაციას უწევს. აღნიშნულ საკითხს ქართულ ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ. რას აცხადებენ მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ოპონენტები.