რუსეთის ვორონეჟის ოლქში წუხელ ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედიის „ტელეგრამ“ არხები და ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ავრცელებენ. გუსევის თქმით, ვორონეჟის ოლქის ანინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს. ერთ-ერთი მათგანი ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.