თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერთა კლუბი დააფუძნა, რომელსაც ექიმი, თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს. ღონისძიებაზე მიწვეულთა შორის მმართველი პარტიის ლიდერებიც იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განვლილ 4-ხ წელზე ისაუბრეს - მათ აღნიშნულ პერიოდს „რთული და ბეწვის ხიდზე გასავლელი“ დრო უწოდეს. მმართველი პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც თავად ამბობენ, მეორე ფრონტის არ გახსნისა და სანქციებთან არ შეერთების გამო, დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მმართველი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.