აშშ-ის საელჩომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ამ საკითხს ოპოზიციური პარტიების წევრები გამოეხმაურნენ. პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია აშშ-ს აბსურდულ ბრალდებებს უყენებს, რაზეც მათ პასუხი თავად შტატებმა უნდა გასცეს. ამავე მოსაზრებას იზიარებს ნათია მეზვრიშვილიც. მისი თქმით, “ქართული ოცნება” რიტორიკას არ ცვლის და საქართველოს დასავლეთის კურსს აშორებს.