საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრა პარიზში, ელისეს სასახლეში გაიმართა. ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა არაერთ ევროპულ გამოცემასაც, სადაც ის საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.