ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ამერიკას სანქციები არ დაუწესებია,- ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. სანქციების საკითხის ფონზე პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ურთიერთობა უნდა დაალაგოს ყველასთან, მათ შორის გლობალური ომის პარტიასთან. პრემიერის განცხადება ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ მმართველ გუნდს სანქციების ეშინია და მათ უკან დაიხიეს.