ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, პარტია ცესკოს წარუდგენს დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა. მისი განმარტებით, ამ დადგენილებით შესაძლებელი გახდება ემიგრანტების პრობლემების მოგვარება არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით