ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ქვეყნის 2025 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გრანტების წილზე ისაუბრა - Palitra News

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ქვეყნის 2025 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გრანტების წილზე ისაუბრა

2024-10-03 15:43:29+04:00

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ქვეყნის 2025 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გრანტების წილზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად იქნება გაზრდილი, თუმცა როგორც კაკაურიძე განმარტავს, ბიუჯეტი აშშ-დან გრანტს არ იღებდა, საგრანტო პროგრამები მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან იყო დაფინანსებული. კაკაურიძის განმარტებით, წელს ევროკავშირიდან გრანტების მოცულობა 100 მილიონი ლარი იყო, მომდევნო წლის შესახებ კი ინფორმაცია ბიუჯეტის საბოლოო პროექტის შემუშავების შესაბამისად დაზუსტდება.