ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს რომ მათ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებიათ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. სანქციების საკითხის ფონზე პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ ქართულმა ოცნებამ ურთიერთობა უნდა დაალაგოს ყველასთან მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთან, რაც ოპოზიციას აფიქრებინებს რომ მმართველ გუნდს სანქციების ეშინია და მათ უკან დაიხიეს.