ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა - Palitra News

ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

2024-10-03 15:14:19+04:00

ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ცნობისთვის, ეს ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში მარკ რუტეს უკრაინაში პირველი ვიზიტია.