ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი ვაჭრობის სექტორშია დასაქმებული - Palitra News

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი ვაჭრობის სექტორშია დასაქმებული

2024-10-03 14:13:32+04:00

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი ვაჭრობის სექტორშია დასაქმებული. საქართველოში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.4% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.8% - საშუალოზე, ხოლო 39.8% - მცირე ბიზნესზე. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ამავე ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემებით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 771 ათას 500 კაცი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 6.2%-ით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 17.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 20.7%-ით მეტია. ყველაზე მეტი ადამიანი ვაჭრობის სექტორშია დასაქმებული და აქ იგულისხმება, როგორც საბითუმო ისე საცალო ვაჭრობა; შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობით მოდის ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; მას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობები.