გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი გერმანიის ქალაქ ბონში „ევროპის ტყეების“ რიგით მე-9 მინისტერიალს ესწრებოდა. მინისტერიალის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპის ქვეყნებში არსებული ტყეების მართვის საკითხებზე კონკრეტული ქვეყნების გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს: ბონის მინისტერიალის დეკლარაციასა და ბონის მინისტერიალის გადაწყვეტილებას, რომლებშიც ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ტყის რესურსების დივერსიფიკაცია, ფინანსური რესურსების მობილიზაციის საჭიროება, სატყეო განათლება და სექტორის პოპულარიზაცია.