„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი, დიმიტრი ხუნდაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დუშეთის სოფლებში - კერძოდ კი ანანურში, ჭართალსა და ციხსისძირში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა აღნიშნა, რომ დუშეთის სოფლებში “ქართული ოცნების” ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.