გუმბათის ქვეშ , ცნობილი ამერიკელი მწერლის , სტივენ კინგის სამეცნიერი ფანტასტიკური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა Scribner-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის სიუჟეტის მიხედვით , შემოდგომის ერთ წყნარ და მშვენიერ დღეს, ქალაქი ჩესტერსმილი, რომელიც შტატ მენში მდებარეობს, უეცრად იზოლირებული ხდება გარე სამყაროდან უხილავი გუმბათით. არ იჭერს მობილური, არ არის ინტერნეტი, რადიო მომსახურება შეზღუდულია. თვითმფრინავები გუმბათს ეჯახებიან და ძირს ვარდებიან, გუმბათის ახლოს მდებარე სახლები შუაზე იხლიჩება, ქალაქგარეთ გასული ხალხი შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს, მანქანები გუმბათთან შეჯახებისას ფეთქდებიან. სანამ ხელისუფლება გარედან ცდილობს მის მოშორებას, გუმბათში დამწყვდეული ადამიანები ცდილობენ გაიგონ, რა არის ეს გუმბათი, საიდან გაჩნდა და როდის გაქრება.მწერალმა ნაწარმოებზე მუშაობა ჯერ კიდევ 1970-ან წლებში დაიწყო , თუმცა ორჯერ დაწყებული საქმე ორჯერვე მიატოვა და მხოლოდ 2000-იან წლებში შეძლო საფუძვლიანად გადაემუშავებინა მასალა და დაესრულებინა კიდეც. აღსანიშნავია, რომანის თავდაპირველი სათაურიც ისევე ჟღერდა, როგორც საბოლოო ვერსია. თუმცა 1980-ანი წლების დამდეგს, როდესაც მწერალმა ხელმეორედ სცადა რომანის დასრულება, სამუშაო სათაურად „კანიბალები“ შეურჩია. მეორე სათაური ერთგვარი, თუმცა არაპირდაპირი, ახსნაა რომანის შინაარსისა. თავად კინგის თქმით, მან, როგორც მწერალმა, სცადა მკითხველი საზოგადოებისთვის ეჩვენებინა ადამიანების ქცევა, როდესაც ისინი გარე სამყაროს მოსწყდებიან და მიკროსამყაროში ჩაიკეტებიან.
სტივენ კინგი პორტლენდში, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში დაიბადა. მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, როდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1960 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“ .ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“.
მწერალს გაყიდული აქვს მისი წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტასტიკის, ასევე არაფანტასტიკურ ჟანრში.კინგი ასევე ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ ჟანრში.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2014 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე, პალიტრა ელ წერტილი ჯი.