ჯო ბაიდენმა ქარიშხალ "ჰელენით" დაზარალებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში 1 000 ჯარისკაცი გააგზავნა - Palitra News

ჯო ბაიდენმა ქარიშხალ "ჰელენით" დაზარალებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში 1 000 ჯარისკაცი გააგზავნა

2024-10-03 09:26:37+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ "ჰელენით" დაზარალებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში 1 000 ჯარისკაცი გააგზავნა. ეს ჯარისკაცები შეუერთდებიან ეროვნული გვარდიის 6 000 წევრს და 4 800 ფედერალურ დამხმარე მუშაკს, რომლებიც დაზარალებულ 6 შტატში უკვე მუშაობენ. ამ დროის მონაცემებით, სტიქიას 175 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.