ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს ოფიციალური თეირანი ეხმაურება. ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი არ ისწრაფვის ომისკენ, ის უფრო ძლიერ ზომებს მიიღებს, თუ ისრაელი ირანის სარაკეტო თავდასხმას უპასუხებს. პეზეშკიანმა ისრაელი რეგიონში არასტაბილურობის გაღვივებაში დაადანაშაულა და ისრაელის მიერ ჩადენილ ქმედებებს „ისტორიული დანაშაული“ უწოდა. მისი თქმით, ირანი ისრაელს პასუხს აუცილებლად გასცემს.