Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა - Palitra News

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა

2024-10-03 09:24:31+04:00

ისრაელსა და “ჰეზბოლას“ შორის აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა. სამი რაკეტით დაარტყეს ასევე ბეირუთის სამხრეთ ნაწილს, დაჰიეს გარეუბანს, სადაც ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. ლიბანის მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში 1 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 000-ზე მეტი დაიჭრა. ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქ ბათ-იამიზე ორი დრონის გამოყენებით იერიში განხორციელდა, რის გამოც საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდაცვის ძალების ცნობით, ერთი დრონი საჰაერო ძალებმა შეაჩერეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.