საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ჩვენს ტელეარხთან ისაუბრა. ის ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანი ახლა ქვეყნის იმ კატასტროფული გეგმიდან გამოყვანაა, რომელიც, მისივე თქმით “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა. ექს-პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციას ხელისუფლებაში საპარლამენტო უმრავლესობით მოსვლოს დიდი შანსი აქვთ, რაც მარგველაშვილის თქმით, საქართველოში რუსული მმართველობის დასასრული იქნება. გიორგი მარგველაშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს, მიზეზად კი პარტიის წევრების სუფთა წარსულს ასახელებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ექს პრეზიდენტის თქმით, მან ჯერ არ იცის, რა პოზიცია ექნება არჩევნების შემდეგ, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კონცენტრირებულია არჩევნებზე.