პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებას, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად აღარ გამოცხადდებიან. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პრემიერის ინიციატივა და რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ შიშის შედეგია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ლიდერებს სანქციების ეშინიათ. მათივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიული რღვევის პროცესი დაიწყო. ოპოზიციის შეფასებით, მმართველი პარტია შეცდომების გამოსწორებას თვალთმაქცობით ცდილობს, რაც, მათივე თქმით, დასავლეთის დამოკიდებულებას ვერ შეცვლის. ამავდროულად, მმართველ პარტიაში კი თვიან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, შესაბამისმა უწყებებმა დასავლელი პარტნიორების რჩევები არ უნდა უგულვებელყონ.