ოპოზიციური პარტიები საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტსა და მის გზავნილებს აფასებენ - Palitra News

ოპოზიციური პარტიები საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტსა და მის გზავნილებს აფასებენ

2024-10-03 09:21:26+04:00

ოპოზიციური პარტიები საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტსა და მის გზავნილებს მნიშვნელოვანს უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილები და მისი ბოლოდროინდელი საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაშია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის გზავნილები ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება. ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წარმომადგენელია, რომელიც მუდმივად ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას 26 ოქტომბრის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის როლზეც ამახვილებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი კვლავ მკაცრი კრიტიკით გამოირჩევიან - როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტებით, კონსტიტუციას არღვევს.