ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას მხარს არ უჭერს - Palitra News

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას მხარს არ უჭერს

2024-10-02 23:17:35+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არ უჭერს მხარს ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას.

”პასუხი არის არა”, - პასუხობს ბაიდენი კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ასეთ პერსპექტივას.

ასევე, ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ჩვენ შვიდივე [დიდი შვიდეულის ქვეყანა] ვთანხმდებით, რომ მათ აქვთ პასუხის გაცემის უფლება, მაგრამ პროპორციულად უნდა უპასუხონ“.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის მიმართ იქნება მეტი სანქცია და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მალე ისაუბრებს.

”ცხადია, ირანი გზას არ ტოვებს”, - აღნიშნა მან