ზურაბ ჯაფარიძე - ბიძინას წერილი და რაჟდენ კუპრაშვილის უკან დახევა იმას ანიშნებს, რომ შიგნით რაღაც ხდება - აქამდე ასეთი არეულები არ ჩანდნენ - ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, ეს არის ფინანსური სანქციები - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე - ბიძინას წერილი და რაჟდენ კუპრაშვილის უკან დახევა იმას ანიშნებს, რომ შიგნით რაღაც ხდება - აქამდე ასეთი არეულები არ ჩანდნენ - ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, ეს არის ფინანსური სანქციები

2024-10-02 22:54:24+04:00

ბიძინას წერილი და რაჟდენ კუპრაშვილის უკან დახევა იმას ანიშნებს, რომ შიგნით რაღაც ხდება. მგონია, რომ ვიღაცებმა კითხვების დასმა დაიწყეს, ან წუხილები გამოთქვეს, ან აბუნტდნენ , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.