პეტრე ცისკარიშვილი - აღვადგენთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ კავშირებს აშშ-თან და ევროკავშირთან, ამით საქართველო საგარეო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდება - ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებს დაბრუნების მოტივაცია უნდა ჰქონდეთ - Palitra News

პეტრე ცისკარიშვილი - აღვადგენთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ კავშირებს აშშ-თან და ევროკავშირთან, ამით საქართველო საგარეო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდება - ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებს დაბრუნების მოტივაცია უნდა ჰქონდეთ

2024-10-02 15:39:10+04:00

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა და ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, აუცილებელია საქართველომ აღადგინოს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები და თანამშრომლობა ჰქონდეს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან, რათა მიმზიდველი გახდეს საგარეო ინვესტიციებისთვის. ვასო ურუშაძე კი წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი კერძო ბიზნეს საქმიანობის განვითარება უნდა იყოს.