ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. როგორც ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო ვერ დაასახელებს ვერც მისი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში ამერიკას ან ევროკავშირს ადანაშაულებენ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქართული საზოგადოების თვალში შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი არ მიაყენოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას. რას ამბობს აშშ-ის საელჩო და როგორ ეხმაურება განცხადებას მმართველი პარტია.