უკრაინელებმა სამ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 11 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 32 დრონი გაუშვეს, მათგან 11 უკრაინელებმა კიროვოგრადის, ოდესისა და სუმის ოლქებში ჩამოაგდეს. ამასთან, 10 რუსული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 4 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.