გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად წარიმართა. პირველ ეტაპზე განხორციელდა მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით მომდევნო ეტაპზე წამლობა განხორციელდა. სტუმრებმა მართვის ცენტრში არსებული ტექნიკა დაათვალიერეს, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში ჯგუფების მუშაობის პროცესსა და თერმული ნისლით წამლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.