საგარეო უწყების ინფორმაციით, ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა - Palitra News

საგარეო უწყების ინფორმაციით, ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

2024-10-02 11:00:13+04:00

ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული.

ისრაელში, იაფაში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 9 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა.

პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან