ჯო ბაიდენი - ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი ისრაელის თავდაცვას - Palitra News

ჯო ბაიდენი - ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი ისრაელის თავდაცვას

2024-10-02 10:58:37+04:00

ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი ისრაელის თავდაცვას, ირანის შეტევა, როგორც ჩანს, დამარცხებული და არაეფექტურია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების დასტური და ასევე შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ინტენსიური დაგეგმვის დასტური თავხედური თავდასხმის განჭვრეტისა და თავდაცვის მიზნით“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელს.

„ნუ დაუშვებთ შეცდომას, შეერთებული შტატები სრულად, სრულად, სრულად უჭერს მხარს ისრაელს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.