1-ელი ოქტომბრიდან საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდები ციფრულ მომსახურებას „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღებენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობით განხორციელდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მეტი ინტეგრირების მიზნით. სიახლის თანახმად, გემის აგენტები ერთიან სისტემაში შეძლებენ სათანადო დოკუმენტაციის ატვირთვას და აღარ მოუწევთ ყველა უწყებისთვის ცალ-ცალკე მიმართვა. შედეგად გადამზიდავი დაზოგავს არა მხოლოდ დროს, არამედ ხარჯებსაც. წინასწარი კვლევებით, ზემოაღნიშნული სისტემის ამოქმედება ნავსადგურში საკონტეინერო გემების დაყოვნების დროს 1.5 საათამდე, ხოლო სხვა ტიპის გემებისთვის - 4 საათამდე შეამოკლებს.