ქართული ოცნების 12 წლიან მმართველობას პოლიტიკის ექსპერტები აფასებენ. მათი თქმით პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე საზოგადოებას ცვლილებებზე ესაუბრება თუმცა რეალურად სისტემა უცვლელია. პოლიტოლოგები ფიქრობენ რომ ქვეყანას დღეს ერთი ადამიანი მართავს და მის ხასიათზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ამბობენ რომ მმართველობის 12 წლის თავზე პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ პოპულისტურ განცხადებებს ავრცელებს.