ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეებს ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განცხადებით მიმართოს