აშშ-ში ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით დარტყმას პროგნოზირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg და NBC News თეთრი სახლის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
წყაროების ინფორმაციით, აშშ-ს „აქვს ნიშნები“ იმისა, რომ ირანი უახლოეს პერიოდში ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით დარტყმისთვის ემზადება.
„აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ თავდასხმისგან ისრაელის დაცვისთვის მზადებებს. ირანის მხრიდან ისრაელზე პირდაპირ სამხედრო თავდასხმას სერიოზული შედეგები იქნება ირანისთვის“, - განაცხადა წყარომ.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთში პრო-ირანული დაჯგუფება „ჰეზბოლას” წინააღმდეგ შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.