საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტსაც შეხვდება, ამის მერე კი, სალომე ზურაბიშვილსა და ანჯეი დუდას ერთობლივი ბრიფინგი ექნებათ. საქართველოს პრეზიდენტი ასევე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმშიც ჩაერთვება და ისაუბრებს პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. პრეზიდენტის აღნიშნულ ვიზიტს უკვე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკოსები.