კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში, ღირებულების თვალსაზრისით, წამყვანი ქვეყნების ათეულს ხურავს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ანგარიშში წერია. ანგარიშში ვეცნობით, რომ 2023 წელს ჩინეთმა საქართველოდან 11 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინის იმპორტი განახორციელა, რაც, წინა წელთან შედარებით, 22,2%-ით ნაკლებია. 2022 წელს ჩინეთში 15 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული ღვინო შევიდა. ჩინეთის ღვინის იმპორტში საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა პორტუგალია, კანადა, მოლდოვა და ავსტრალია. რაც შეეხება ათეულის ლიდერს, ჩინეთს ყველაზე მეტი ღვინო საფრანგეთიდან შეაქვს, თუმცა წლიური თვალსაზრისით, კლება აქაც დაფიქსირდა. ფრანგული ღვინის იმპორტი ჩინეთში ერთ წელიწადში 15,4%-ით დაეცა. მეორე ადგილზე ჩილეა, საიდანაც იმპორტმა 224 მლნ დოლარი შეადგინა, მესამეზე კი იტალია.