ბინის ქირა საშუალოდ 8%-ით შემცირდა, უძრავი ქონების ფასი კი 6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია საუბარი. კვლევის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოში თბილისში 3133 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება. ბინის საშუალო გასაყიდმა ფასმა კი 1,233 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ქირის ფასს, კვ.მ-ის ღირებულება 11.5 $-ს გაუტოლდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია. ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის მოცულობამ $250 მილიონი შეადგინა და წლიურად 1%-ით შემცირდა.