სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ვიზიტებს აგრძელებს. გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტსაც შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგიც გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. პრეზიდენტის ვიზიტს უკვე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკოსები.