რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს, მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას, ის რეგიონებიდან ჯარები არ გაიყვანს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.
„განა დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს, ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობა აღიარონ, საჭიროა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით რუსეთის დაინტერესება. ეს კითხვა დიდი ხანია გაქრა. თუ ისინი ერთმანეთთან ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ, ეს ყოველთვის დადებითი იქნება“, - განმარტა მან.