მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება - Palitra News

მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება

2024-10-01 10:56:33+04:00

ამ ისტორიულ დღეს ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვემშვიდობებით და ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მივესალმებით, - ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში წერს.

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

თანამდებობის გადაცემის ცერემონია დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. იენს სტოლტენბერგი და მარკ რუტე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვლენ, ხოლო მოგვიანებით, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში პირველ პრესკონფერენციას გამართავს.

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.