დღეს ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას შეხვდება. ასევე დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რომლის დამთავრების შემდეგაც მედიისათვის ერთობლივი ბრიფინგიც გაიმართება. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს შეეხება.