საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რამდენიმე რეგიონში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები გამოავლინა - Palitra News

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რამდენიმე რეგიონში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები გამოავლინა

2024-09-30 20:34:45+04:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რამდენიმე რეგიონში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები გამოავლინა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიების მონიტორინგის პერიოდში ორგანიზაციამ 9 ინციდენტი შეაფასა, რომელიც ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირების და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებს მოიცავს. საია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები და რეგულარულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.