“ქართული ოცნება” - სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა გადაიდო - Palitra News

“ქართული ოცნება” - სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა გადაიდო

2024-09-30 18:56:32+04:00

“ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის [ირაკლი კობახიძე] ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.

„თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს”, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.